2022 წლის 20 დეკემბერს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის - მარიამ კაკაბაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ენის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მკურნალობა წამლის ლოკალური მიწოდების სისტემის გამოყენებით ცხოველებში“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი მანანა კაკაბაძე, პროფესორი თამარ რუხაძე.
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, N201 აუდიტორიაში.